„თიბისი“ გუნდის ახალ წევრებს ეძებს

„თიბისი“ ახალ წევრებს, როგორც ტექნოლოგიური, ისე საბანკო მიმართულებით რეგიონებსა და ქალაქებში ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„თიბისი“ ახალ წევრებს სთავაზობს თანამედროვე ტენდენციების შესაბამის, მეგობრულ, სასიამოვნო, თავისუფალ სამუშაო ატმოსფეროს, მულტიფუნქციურ სივრცეებად ტრანსფორმირებულ ფილიალებს გამორჩეული დიზაინით და რაც მთავარია, კარიერული ზრდის პოტენციალს.

„თიბისის“ ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორის გვანცა მურღვლიანის თქმით, „თიბისში“ ყველას ეძლევა საშუალება, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და საწყისი საფეხურებიდან მოკლე დროში გადაინაცვლოს წამყვან პოზიციებზე.

“თიბისი“ უკვე სამი ათწლეულია ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელი კომპანიაა. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, აღმოვაჩინოთ, გავზარდოთ ტალანტები და ხელი შევუწყოთ მათ კარიერულ განვითარებაში. „თიბისიში“ ყველა ადამიანს საშუალება ეძლევა, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და საწყისი საფეხურებიდან მოკლე დროში გადაინაცვლოს წამყვან პოზიციებზე. ჩვენ ვაერთიანებთ 8000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ორიენტირებული არიან მუდმივ განვითარებაზე, სიახლეების აღმოჩენასა და ზრდაზე. რაც მთავარია, ჩვენ ვამაყობთ, რომ, საგანმანათლებლო პლატფორმებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით, ვქმნით გამორჩეულ სამუშაო კულტურას ქვეყანაში”, - ადამიანური კაპიტალის განვითარების დირექტორი გვანცა მურღვლიანი.

„თიბისი“, წამყვანი ფინანსური და ტექნოლოგიური კომპანია რეგიონში, გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. კომპანია, რომელიც 8000 თანამშრომელს აერთიანებს, ახალ ტალანტებს ეძებს. შესაბამისად, შენ გაქვს შესაძლებლობა შეუერთდე თანამედროვე, მოქნილ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, დაიწყო კარიერა სასურველი მიმართულებით და გახდე 30-წლიანი ისტორიის ნაწილი.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად და აპლიკაციის შესავსებად ესტუმრე ვებგვერდს თიბისი კარიერა.

თუ შენთვის საინტერესო საქმიანობა ჩამოთვლილ ვაკანსიებს შორის ჯერ არ არის, თუმცა გსურს, თიბისის თავი გააცნო, მაშინ ამ ბმულზე ატვირთე რეზიუმე ან ერთ წუთიანი ვიდეო, რომელშიც ისაუბრებ შენს საქმიანობასა და განათლებაზე, ასევე, მოტივაციაზე, თუ რატომ და რომელი მიმართულებით გსურს თიბისიში მუშაობის დაწყება. ამასთანავე, არ დაგავიწყდეს შენი საკონტაქტო დეტალების გაზიარება “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო