ავთანდილ ცინცაძე - საწყენია, როდესაც ოპონენტები თავისი მიზნების მისაღწევად მოსახლეობის გამოყენებას ცდილობენ

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ავთანდილ ცინცაძემ დიდი დიღმის მეორე მიკრორაიონში არსებული სივრცის ფეხბურთის ფედერაციისთვის გადაცემის თაობაზე ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა.

ავთანდილ ცინცაძემ ოპოზიცია იაფფასიანი სპექტაკლის დადგმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საწყენია, როდესაც ოპონენტები თავისი მიზნების მისაღწევად მოსახლეობის გამოყენებას ცდილობენ. მაჟორიტარი დეპუტატის განმარტებით, აღნიშნულ ადგილას ისედაც იყო მოედანი, ახლა კი უკეთესი მოედანი მოეწყობა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, დიდი დიღმის მოსახლეობა რეკრეაციულ სივრცის, მოედნისა და აუზის მოწყობას ჯერ კიდევ 2017 წლიდან ითხოვდა. მათი მოთხოვნის შესაბამისად, მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომლის მსგავსიც საქართველოში არ არსებობს. ამას გარდა, 8 ათას კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული სივრცე გაკეთდა. ხოლო იქ, სადაც ძველი მოედანი იყო ახალი, უეფას სტანდარტების შესაბამისი მოედანი შენდება, რომლის მშენებლობაში არც სახელმწიფო და არც მუნიციპალური ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ იხარჯება. ეს ყველაფერი უეფას გრანტით ხდება“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ დიდ დიღომში ბავშვებს, რომლებიც სპორტის ამ სახეობას მისდევენ, საფეხბურთო სტადიონი არ აქვთ და სავარჯიშოდ სხვა უბნებში დადიან. მისივე თქმით, დიდი დიღომი სულ უფრო იზრდება და ვითარდება, ამიტომ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აუცილებელია.

ავთანდილ ცინცაძის თქმით, დიდ დიღომში ახალი რეკრეაციული სივრცის პროექტის განხორციელებაც დაწყებულია, რომელიც 14 000 კვადრატულ მეტრზე იქნება გაშენებული.

აღნიშნულ ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო