CIU-ს ესპანეთში საქართველოს ელჩი, ილია გიორგაძე ესტუმრა

„საქართველოს ენოტურიზმის ასოციაცია 2020-ის“ მოწვევით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში, ილია გიორგაძე ესტუმრა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია, ვიცერექტორი ვახტანგ წივწივაძე და „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ბოდაველი ესწრებოდნენ.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, მევენახეობა-მეღვინეობის, ღვინის ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და ესპანური მხარისგან ხელშეწყობაზე ისაუბრეს, რაშიც ელჩმა აქტიური თანამონაწილეობის მზაობა გამოთქვა.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი, მათ შორის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიები და მულტიმედია ცენტრი მოინახულა, შემდეგ კი, ვიზიტი მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კორპუსში გაგრძელდა, სადაც ელჩს „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის“ საპატიო პრეზიდენტის წოდება მიენიჭა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს