„საქნახშირში“ თანამშრომლების გადამზადების პროგრამა დაიწყო

შრომის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, "საქნახშირმა" თანამშრომლების გადამზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის მიზანია თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მიმართულებით, რათა მეტად იყოს უზრუნველყოფილი სამუშაოების უსაფრთხოდ, წესების სრული დაცვით წარმოება.

გადამზადება ჩაუტარდებათ მოპოვების, მზადების, აფეთქებისა და სარემონტო სამუშაოების წარმოებაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს, ასევე შრომის უსაფრთხოების ინსპექტორებს. სწავლების მიმდინარეობისას, კომპანია თანამშრომლებს სწავლისთვის და გამოცდებისთვის აუცილებელი მასალებით უზრუნველყოფს. გადამზადების დასრულების შემდეგ, თანამშრომლების ცოდნა გამოცდის მეშვეობით შემოწმდება.

პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-საკვლევო საპროექტო ცენტრის "სამთო გეოლოგ პროექტი" ხელმძღვანელის და ამავე უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორის, გელა მაჩაიძის ხელმძღვანელობით ხორციელდება.

(R)

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო