იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვერ მივიღებთ გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნებას, სადაც დიდი სახელმწიფოები აბულინგებენ, აშინებენ და მბრძანებლობენ სხვებს

ჩვენ შეხვედრა გვქონდა ახლო პარტნიორებთან, უკრაინასთან და საქართველოსთან, განვიხილეთ რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეები, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების საკითხი და ნატო-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ორივე ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, რუსული ძალების ყოფნის საკითხი. დღეს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და ნატო-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება ალიანსის მოკავშირეებმა და ასპირანტმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ და არავინ სხვამ. თითოეული ქვეყნის უფლება თავად აირჩიონ საკუთარი გზა ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის აბსოლუტურად ფუნდამენტურია და მისი დაცვა უნდა მოხდეს.

ნატო-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვერ მივიღებთ გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნებას, სადაც დიდი სახელმწიფოები აბულინგებენ, აშინებენ და მბრძანებლობენ სხვებს,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი განცხადებით, უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უკრაინის გარეშე ვერ მოხდება და საქართველოს გარეშე საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხდება.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის და რეგიონის ქვეყნებთან, უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ალიანსისთვის.

„კარგი შეხვედრა გვქონდა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან. შეხვედრაზე მოკავშირეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინას სხვადასხვა გზით ეხმარებიან. ჩვენ ამას ვაკეთებთ ნატო-ს ფარგლებში, უზრუნველვყოფთ ორმხრივ დახმარებას, წვრთნებს, ვეხმარებით თავდაცვის შესაძლებლობების ზრდაში. წელს საქართველოში დაგეგმილია წვრთნები, ნატო-ს მონაწილეობით და ეს აჩვენებს, რამდენად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

შავი ზღვის რეგიონი ნატო-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენ შავი ზღვის ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის ძალიან ახლო პარტნიორები ვართ და ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რაც დღეს ნათლად დადასტურდა,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო