დიმიტრი პესკოვი 20 თებერვლის შემდეგ უკრაინაში შეჭრის შესახებ გავრცელებულ ცნობებს „მორიგ სიყალბეს“ უწოდებს

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გაზეთ Politico-ს მონაცემებს 20 თებერვლის შემდეგ უკრაინაზე სავარაუდო შესაძლო თავდასხმის შესახებ ,,მორიგი სიყალბე“ უწოდა.

„ალბათ, კიდევ ერთი „ფეიკ“ ამბავი გამოჩნდა. იმედი მაქვს, მაინც არ დავიჯერებთ და არ ვენდობით ასეთ სიყალბეს. ეს ყველაფერი აღმოჩნდა უპასუხისმგებლო ყალბი ამბები, რომელთა არცერთმა ავტორმა მოგვიანებით არ აღიარა, რომ შეცდა“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ბოლო დროს ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აჩვენეს ღია ინფორმაციული აგრესია მოსკოვის მიმართ.

„ბევრი დასავლური ქვეყნის წარმომადგენელი, მრავალი ორგანიზაციის, მათ შორის ნატოს წარმომადგენლები, ბოლო დროს ავრცელებენ განცხადებებს, არსებითად, დაუფარავ საინფორმაციო აგრესიას ჩვენი ქვეყნის და საქმის რეალური მდგომარეობის წინააღმდეგ“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი ებრძვის ამ აგრესიას და ცდილობს დაუპირისპიროს მას დაბალანსებული, მშვიდი, კონსტრუქციული განცხადებები, რომლებიც დიალოგისკენ მოუწოდებენ. როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინიციატივების მთავარი მიზანია უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რეალური დიალოგი.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს