დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადებით, კიევს არ შეუძლია იმის დადასტურება, რომ რუსეთს საზღვრიდან ჯარები გაჰყავს

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, კიევს არ შეუძლია იმის დადასტურება, რომ რუსეთს საზღვრიდან ჯარები გაჰყავს.

,,ზოგჯერ მათ ძალები გაჰყავთ, ახალ ძალებს კი უკან აბრუნებენ. რამდენიმე მობილური ხიდი აშენდა მდინარეზე, ბელარუსში უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც ექვს კილომეტრში. ასე რომ, ეს მზადება ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია", - ამბობს პრისტაიკო.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთს უკრაინის საზღვრებზე 130 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს.

კითხვაზე, უკრაინის ჯარების ამჟამინდელ რაოდენობასთან დაკავშირებით ელჩმა აღნიშნა, რომ მათ საკმარისი ძალები ჰყავთ, დაახლოებით 250,000 ჯარისკაცი უკრაინის არმიაში.

„ჩვენ შემადგენლობა 100 000 ჯარისკაცით გავზარდეთ; ჩვენ გვყავს 300 000 ადამიანი დარეგისტრირებული ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებში და გვყავს 1,62 მილიონამდე რეზერვისტი, რომლებსაც სურთ ჩვენი ერის დაცვა“,- აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო