ლაშა ხუციშვილი - საპენსიო სესხების თაობაზე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საპენსიო სესხებთან დაკავშირებული პროცესის გამჭვირვალობაზე კრიტიკას ვერ მიიღებს.

როგორც მინისტრმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, საპენსიო სესხებთან დაკავშირებულ განხილვაში არაერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა.

„საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება მოვისმინეთ, მათ შორის ოპონენტების მხრიდან. ეს პროცესი აბსოლუტურად ღია იყო. ამ პროცესში ჩართვა შეეძლო ნებისმიერ, მათ შორის ოპოზიციურ პარტიასაც. არაერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობს, შესაბამისად ამ პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ მივიღებ.

მეორე მხრივ, სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ამ მიმართულებით შეიქმნა, საკმაოდ აქტიურად იმუშავა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტული პირობებით მოეხდინა ახალი კონკურსის გამოცხადება, რომლის მიხედვით 2023 წლიდან უნდა იყოს დარიგებული პენსიები და სხვადასხვა სოციალური შემწეობები. განსაზღრული იქნა ჩარჩო, სადაც უნდა მოხდეს ბანკების მხრიდან კონკურენცია“,- აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი.

ცნობისთვის, უწყებათაშორისმა კომისიამ საპენსიო სესხების საკითხზე მსჯელობა გასულ კვირას დაასრულა. კომისიამ შეიმუშავა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვით, საპენსიო სესხის პროცენტი 10-ით დაიწევს და 26%-ზე მეტი აღარ იქნება. ამასთან, გადაწყვეტილების შესაბამისად, სახელმწიფო პენსიების დარიგების მომსახურებაში პოტენციურ გამარჯვებულ ბანკს ერთი წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარს გადაუხდის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს