რუსეთის საგარეო უწყება - ამერიკულმა მხარემ არ გასცა კონსტრუქციული პასუხი რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წერილობით დოკუმენტზე რუსეთის ოფიციალური პასუხის გაგზავნის შემდეგ, განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 17 თებერვალს, ჯონ სალივანს, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს, გადასცეს პასუხი ადრე მიღებულ ამერიკულ პასუხზე რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ რუსეთის ხელშეკრულების პროექტზე.

განცხადება სამინისტროს Telegram-ის ანგარიშზე გამოქვეყნდა:

"ვაცხადებთ, რომ ამერიკულმა მხარემ არ გასცა კონსტრუქციული პასუხი რუსეთის მხარის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს. იგნორირებული იყო რუსული წინადადებების პაკეტური ხასიათი, საიდანაც შეგნებულად ირჩევდნენ „მოსახერხებელ“ თემებს, რომლებიც, თავის მხრივ, ,,ატრიალებდნენ“ შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის უპირატესობების შექმნის მიმართულებით. შემაშფოთებელია შეერთებული შტატების და ნატოს მზარდი სამხედრო აქტივობა რუსეთის საზღვრებთან. ამერიკული მხარის მზადყოფნის არარსებობის შემთხვევაში, შეთანხმდნენ მტკიცე, იურიდიულად სავალდებულო გარანტიებზე, რათა უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისგან, რუსეთი იძულებული იქნება უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო