ანონსი 18 თებერვალი

18 თებერვალს, 11:00 საათზე, ბრიტანელი აქციონერის იან მალქოლმ ჰოქის ადვოკატი დიმიტრი ტორაძე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: თელავის ქ.20

18 თებერვალს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 თებერვალს, 11:30 საათზე, პარტია „დროას“ აღმასრულებელი მდივანი, გიგა ლემონჯავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: ახალი გეოპოლიტიკური რეალობისა და ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინის სტრატეგიული კავშირის ფონზე, სად არის საქართველოს ადგილი და რა შანსს აკარგვინებს „ქართული ოცნება“ ქართულ სახელმწიფოს.

მის: მცხეთის ქ.#49

18 თებერვალს, 12:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ტრანსნაციონალური დანაშაული.

მის: გორგასლის ქ. #24.

საკონტაქტო პირი: ეკა ჩიჩუა - 599 21 91 01; ხატია ჯიღაურიშვილი - 599780005.

18 თებერვალს, 13:00 საათზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ქუთაისში შეხვედრას გამართავს.

მის: ქუთაისი, 9 აპრილის ქუჩა, 2

18 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

18 თებერვალს, 14:30 საათზე, ბიზნესმენ ნოდარ ალუღაშვილის ადვოკატი გიორგი ქიშმარია „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ბიზნესმენის შეურაცხყოფა, ცილისწამება, „ღარიბაშვილების მოურავად“ მოხსენიება და სამართლებრივი დავა ჟურნალისტებთან.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

18 თებერვალს, 14.30 საათზე, ბაკურიანში, სასტუმრო „კრისტალში“, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით დაგეგმილ ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

18 თებერვალს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ოზურგეთში შეხვედრას გამართავს.

მის: ჭანტურიას ქუჩა N1 ფოლკლორის ცენტრი

18 თებერვალს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ლელო პარტნიორობა თბილისისთვის“ წევრი საბა ბუაძე გამართავს ბრიფინგს ვარკეთილში გარემოვაჭრეების აყრის საკითხთან დაკავშირებით და მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის საკრებულოში დაბარების საკითხს დააყენებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა