ევროპარლამენტი საქართველოს და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარების მოწოდებით გამოდის

ევროპარლამენტმა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განხორციელების ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუციის ტექსტში შესწორება ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით შევიდა.

რეზოლუციით ევროპარლამენტი ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, აღიარონ საქართველოს და უკრაინის ევროპული პერსპექტივა.

„იმეორებს, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ევროკავშირის წევრობაზე იმ პირობით, რომ ისინი დაიცავენ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემენ ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის უფლებებსა და უმცირესობათა უფლებებს და დაიცავენ კანონის უზენაესობას; ამიტომ, მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, აღიარონ საქართველოსა და უკრაინის ევროპული პერსპექტივა, რაც ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას, რომ მათ გააგრძელონ შიდა რეფორმები“, - აღნიშნულია რეზოლუციის შესწორებაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა