რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ბართ გორმანი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ „ინტერფაქსი” იუწყება.„გორმანი თანამდებობრივად მეორე პირი იყო ამერიკის საელჩოში, ელჩის შემდეგ და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შორის მთავრი პირი“, - განაცხადა საელჩოს პრესმდივანმა ჯეისონ რებჰოლცმა.

მისი თქმით, გორმანმა ქვეყანა უკვე დატოვა რეგულარული დიპლომატიური როტაციის ფარგლებში იანვარში მივლინების დასრულების შემდეგ.

მისიაში აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება.

„ამერიკის ელჩის მოადგილის წინააღმდეგ რუსეთის ქმედება დაუსაბუთებელია. ჩვენ ამ ნაბიჯს განვიხილავთ როგორც ესკალაციას ჩვენ ურთიერთობებში და პასუხის შესაძლო ვარიანტებს განვიხილავთ. გორმანს გააჩნდა მოქმედი ვიზა. ის რუსეთში დაახლოებით, სამი წელი იმყოფებოდა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ამერიკელი დიპლომატებისა და თანამშრომლების დაუსაბუთებელი გაძევება და პროდუქტიულად ითანამშრომლოს ჩვენი მისიების აღდგენაზე“, - განაცხადა ამერიკის საელჩოს პრესმდივანმა.

მანვე დასძინა, რომ ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, ორივე ქვეყანას ჰყავდეს აუცილებელი რაოდენობის დიპლომატიური პერსონალი მთავრობათა შორის კავშირების გამარტივების მიზნით.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის ქმედებამ გამოიწვია ის, რომ რუსეთში აშშ-ის მისია დაკომპლექტდა გაცილებით დაბალ დონეზე იმასთან შედარებით, რა დონეზეც არის რუსეთის მისია შეერთებულ შტატებში. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მეტ პარიტეტსა და ურთიერთგაგებას ჩვენ მისიებში“ , - განაცხადა საელჩოს წარმომადგენელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა