პატრიარქი - დიდია გულისტკივილი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო

საქართველოს საპატრიარქო თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"დიდია გულისტკივილი ბატონ თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო.

განგვეშორა ქვეყნისა და მოყვასის გულშემატკივარი, უფლის მოყვარული, ძლიერი და ერთგული პიროვნება, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაში სერიოზული კვალი დატოვა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო მის ახლობლებს და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ბ-ნი თამაზისათვის ლოცვის ძალა", - ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა