ვლადიმერ ზელენსკი - ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინამ უნდა მიიღოს გარანტიების სისტემა

ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინამ უნდა მიიღოს გარანტიების სისტემა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ​ "RBC-უკრაინისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თეორიულად მაინც არ უნდა ჩამოუვარდეს სისტემას, რასაც ნატოს ქვეყნებს სთავაზობენ.

"ჩვენ ვამბობთ, რომ მივდივართ ალიანსისკენ. ნატო, ფაქტობრივად, ერთადერთია დღეს არსებული უსაფრთხოების ალიანსებიდან, რომელშიც უკრაინა შეიძლება გაწევრიანდეს. იქ ჩვენთვის ღია კარის პოზიციაა. მაგრამ ამ გზაზე დიდი მანძილია - წლები და თვეები, განსაკუთრებით თუ ესკალაცია იქნება. ამ გზის გავლისას ჩვენ უნდა მივიღოთ გარანტიების სისტემა. თეორიულად მაინც არ უნდა ჩამოუვარდეს იმ სისტემას, რომელსაც ნატოს ქვეყნებს სთავაზობენ", - განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამაზე მტკიცედ საუბრობს უკრაინა და უკრაინისთვის დღეს ეს არის ერთადერთი ალტერნატივა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა