ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მკაცრად გმობს სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვას

ევროკავშირი მკაცრად გმობს სტანიცია ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვას. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ასეთი დაბომბვა სრულიად მიუღებელია და წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევას, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, ძალადობის ესკალაცია დაუყონებლივ უნდა შეწყდეს.

„ევროკავშირი მოუწოდებს დაუყონებლივ შეწყდეს ძალადობის ესკალაცია და აფასებს უკრაინას მუდმივი თავშეკავებისთვის.

ევროკავშირი ერთიანია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერაში,”- აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ის ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მისი შეუზღუდავი წვდომისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სტანიცა ლუგანსკაში მძიმე არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გახსნეს. ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საბავშვო ბაღის შენობის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა