გაეროში აშშ-ის ელჩი - შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსეთმა დეესკალაციის ნაცვლად დაპირისპირების გზა აირჩია

გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, აშშ ღრმად შეშფოთებულია, რომ რუსეთმა დეესკალაციის ნაცვლად უკრაინასთან დაპირისპირების გზა აირჩია.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ უშიშროების საბჭოს დანარჩენმა წევრებმა მკაფიო და ცალსახა გზავნილი მიაწოდეს რუსეთს, რომ დიპლიმატიის გზას გაჰყვეს და არა დაპირისპირების გზას. სამწუხაროდ, ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთმა ეს გზა აირჩია“, - განაცხადა ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, აშშ-ის იმედი აქვს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება, თუმცა ყველაზე ცუდი სცენარის შიში აქვს.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში, მაგრამ ჩვენ ყველაზე ცუდის გვეშინია, სწორედ ამიტომ უშიშროების საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, დიპლომატიის გზა გაჰყვეს,“ - აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს