ისრაელის მთავრობამ “მწვანე პასპორტი“ გააუქმა

ისრაელში, „ომიკრონ“ ვარიანტით გამოწვეული ვირუსის გავრცელების ტალღის შემცირების გამო, “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.

”ტალღა შესუსტებულია”, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და განმარტა, რომ “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მთლიანად უქმდება.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მშობლები ჯერ კიდევ ვალდებულები არიან, შვილებს კორონავირუსზე ტესტი კვირაში ორჯერ ჩაუტარონ, ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო რჩება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც მოხუცთა თავშესაფრებში ვიზიტი სურთ.

ისრაელში, რომლის მოსახლეობა 9.4 მილიონს შეადგენს, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის დაახლოებით 3.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 9 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა