ენტონი ბლინკენი მზადაა, სერგეი ლავროვს მომავალ კვირას შეხვდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მზადაა, მომავალ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდეს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

”სახელმწიფო მდივანმა გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას განაცხადა, რომ რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კრიზისის გადაწყვეტის ერთადერთი პასუხისმგებლიანი გზა დიპლომატია და დიალოგია, ის მზადაა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მომავალ კვირას ევროპაში შეხვდეს. ვეთანხმებით რუსული მხარის მიერ შემოთავაზებულ თარიღს მომავალი კვირის ბოლოს იმ პირობით თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება,“- განაცხადა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამით ცხადი გახდება, რომ ისინი დიპლომატიაზე სერიოზულად არ საუბრობდნენ.

„თუ ისინი შეიჭრებიან უახლოეს დღეებში ცხადი გახდება, რომ არასოდეს ყოფილან სერიოზულები დიპლომატიასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა