პრობაციის ევროპული კონფედერაცია ქართული ინოვაციური მოწყობილობის PROBBOX-ის შექმნას სტატიით ეხმაურება

პრობაციის ევროპული კონფედერაცია (CEP) ქართული ინოვაციური მოწყობილობის შექმნას სტატიით: „PROBBOX-ი - საქართველოს პრობაციის სისტემის მასშტაბური რეფორმა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით“, ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლისა და მომსახურების ახალი მექანიზმის შექმნის წინაპირობებს, ფუნქციებს, მასში ინტეგრირებულ სერვისებსა და მოწყობილობის საერთაშორისო პოპულარიზაციის პერსპექტივებს დეტალურად მიმოიხილავს.

სააგენტოს ინფორმაციით, სტატიაში აღნიშნულია, რომ PROBBOX-ის შექმნით, პირველად ევროპაში, პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლი და მომსახურება, პრობაციის ბიუროებთან ერთად, ალტერნატიულ შენობებში გახდა შესაძლებელი, რითაც პრობაციონერთა ანონიმურობის დაცვა და მათი კონტროლისა და მომსახურების არეალი გაიზარდა.

PROBBOX-ი, საპილოტე რეჟიმში, 2021 წლის 22 დეკემბერს, თბილისის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში დაინერგა. მოწყობილობის საშუალებით, მეტი ანონიმურობის დაცვით, პრობაციონერებს შეუძლიათ გაიარონ დადგენილი რეჟიმის შესაბამისი გამოცხადება. მოწყობილობა მათთვის ისეთ მომსახურებებს უზრუნველყოფს, როგორიცაა პრობაციის ოფიცრის მონაცემები და შეტყობინებები, შეთავაზებები სერვისებისა და დასაქმების შესახებ, გამოცხადების რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე და ნასამართლეობის მოხსნაზე, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა, რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა, გამოცხადების რეჟიმის შემსუბუქების საფასურის გადახდა, შინაპატიმრობის მომსახურების საფასურის გადახდა და მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის დაჯავშნა.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა