ლევან ხაბეიშვილმა სემეკთან აქცია-პერფორმანსი გამართა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებთან ერთად ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა.

ხაბეიშვილმა ადგილზე მოქალაქეებისათვის დეკემბერ-იანვრის თვეში დარიცხული დამატებითი გადასახადის ამსახველი ფოტოები მიიტანა, ამასთან მარეგულირებელ კომისიას 95 მოქალაქის განცხადება ჩააბარა, რომელიც დარიცხული გადასახადის გაუქმებას მოითხოვს.

„აქ მოვიტანეთ რამდენიმე ქვითარი, საილუსტრაციოდ, იმიტომ, რომ ნარმანიას ან ღარიბაშვილის ფერადი სათვალეებიდან შეიძლება არ ჩანდეს ქვითარზე დატანილი ძალიან დიდი თანხები, რომლებსაც ადამიანები ვერ იხდიან. 95-მა ადამიანმა მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“ დარიცხულ ზედმეტ გადასახადთან დაკავშირებით. ამ განცხადებას „სემეკში“ შევიტანთ და დავიცავთ მათ ინტერესებს. ვითხოვთ მოპარულის დაბრუნებას. ჩვენი ბრძოლის შემდეგ „სემეკმაც“ და ღარიბაშვილმაც აღიარეს, რომ ზედმეტი გადასახადი აქვთ დარიცხული მოქალაქეებს დეკემბერ-იანვრის თვეში. ამ საქმეს აუცილებლად მივყვებით ბოლომდე, მათ შორის სამართლებრივად“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო