"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, მათი მხარდაჭერით პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „Snacky“ საქმიანობას ავითარებს

"საქართველოს ბანკი" ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, პირველი ქართული არაქისის კარაქის მწარმოებელი „Snacky“, საქმიანობას ავითარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია 2021 წლიდან, მომხმარებელს დანამატების გარეშე, ნატურალურ, არაგენმოდიფიცირებულ და ვიტამინებით გაჯერებულ პროდუქციას სთავაზობს. „Snacky“-ის პროდუქციის ყოველდღიური რეალიზაცია 2 ტონას აჭარბებს.

ამასთან, პროდუქცია თბილისში არსებულ მოლებში, ასევე ონლაინ, კომპანიის ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. „Snacky “მომხმარებელს მიტანის სერვისსაც სთავაზობს.

„Snacky“-ის პროდუქცია არ შეიცავს შაქარს ან რაიმე სახის დანამატს, შესაბამისად, ეს არის საქართველოში პირველი ადგილობრივად წარმოებული ნატურალური და ჯანსაღი არაქისის კარაქი. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია, საწარმოს სათანადო ინვენტარით აღჭურვას მოვახმარეთ. პარტნიორობის ფარგლებში, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავფართოვდეთ“,- აცხადებს „Snacky“-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ მამულაშვილი.

„საქართველოს ბანკი" აქტიურად აგრძელებს ახალი ბიზნეს პროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთ ქართულ წამოწყებას დავუჭიროთ მხარი. „Snacky“-ის არაქისის კარაქი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ ბაზარზე. სამომავლოდ კი, კომპანია გეგმავს პროდუქცია ექსპორტზე, ევროპის ქვეყნებში, საბერძნეთსა და უკრაინაში გაიტანოს. გვინდა წარმატება ვუსურვოთ „Snacky”-ის გუნდს. ჩვენ კი, ვაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერას, რაც გვჯერა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - აცხადებს "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით