საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისათვის UNESCO-მ ლოგო შექმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამიერიდან UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით, მათი ლოგოს ქვეშ ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებებისათვის UNESCO-მ შესაბამისი ლოგო უკვე შექმნა, რომელიც სტუ-ის ყველა საიუბილეო ღონისძიებაზე გამოჩნდება.

„შეგახსენებთ, რომ 2022-2023 წლებში ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნის ფარგლებში საქართველომ გასული წლის ნოემბერში, იუნესკოს განსახილველად წარუდგინა ნომინაცია - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავი“, რომელიც გენერალური კონფერენციის 41-ე სესიაზე დამტკიცდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილე ღირშესანიშნავი თარიღების ნუსხაში შევიდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა