საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ევროპის თასის კოორდინატორი-საქართველომ კარგად იმუშავა, როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით - ვფიქრობ, 2023 წელს საქართველო კარგად გაართმევს თავს მსოფლიო ჩემპიონატს

2020 წელს პირველად ვიყავი ევროპის თასზე გუდაურში, მას შემდეგ საქართველომ დიდი გამოცდილება მიიღო. საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ და ემ. თი. ეიმ. (MTA) კარგად იმუშავეს, როგორც საორგანიზაციო, ისე ინფრასტრუქტურული კუთხით - ვფიქრობ, 2023 წელს საქართველო კარგად გაართმევს თავს მსოფლიო ჩემპიონატს, - ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ევროპის თასის კოორდინატორმა, როლანდ ჰორნიმ ჟურნალისტებთან FIS-ის ეგიდით, ბაკურიანში დაგეგმილ ევროპის თასის ეტაპებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც როლანდ ჰორნი განმარტავს, აქტიურად მიმდინარეობს საშეჯიბრო ტრასასთან დაკავშირებული სამუშაოები. ამასთან, აღნიშნავს, რომ სამუშაო პროცესში პროფესიონალები მონაწილეობენ, რაც ურთიერთობას ამარტივებს.

"საშეჯიბრო ტრასას რაც შეეხება, ძალიან კარგად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. დაგეგმილ განრიგზე წინ ვართ. ყველაფერი ძალიან მარტივად მიდის, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული სამუშაო პროცესში და ყველამ იცის თავისი საქმე, შესაბამისად მათთან ურთიერთობა ძალიან მარტივია. 2020 წელს პირველად ვიყავი ევროპის თასზე გუდაურში, მას შემდეგ საქართველომ დიდი გამოცდილება მიიღო. საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ და "ემ თი ეიმ" ( მთის ტრასების სააგენტო) კარგად იმუშავეს, როგორც საორგანიზაციო ისე ინფრასტრუქტურული კუთხით. ვფიქრობ, რომ 2023 წელს საქართველო კარგად გაართმევს თავს მსოფლიო ჩემპიონატს",- განმარტავს რონალდ ჰორნი.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ბაკურიანში, 19-20 თებერვალს ევროპის თასის ეტაპები, 3-6 მარტს კი მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართება. ევროპის თასის ეტაპები მოიცავს პარალელური გიგანტური სლალომის დისციპლინას, ხოლო მსოფლიო თასის ეტაპები სლოუფსთაილის.

როგორც " ემ თი ეიში" (მთის ტრასების სააგენტოში) აღნიშნავენ, წლევანდელი შეჯიბრი განსაკუთრებული იქნება, რადგან ბაკურიანი სლოუფსთაილის სახეობას პირველად უმასპინძლებს. ჯამში კურორტს, მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის (ავსტრია, ავსტრალია, გერმანია, იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, პოლონეთი და ა.შ), 200-მდე სპორტსმენი ეწვევა, მათ შორის პეკინის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი ბენჟამინ კარლი.

ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.

შეჯიბრებები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეის“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების პარტნიორი კი კომპანია „სილქნეტია“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო