CIU-ში დიმიტრი ცქიტიშვილის ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართა

17 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის ონლაინ საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - “შრომის კანონმდებლობის რეფორმა-გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის’’, რომელსაც უძღვებოდა დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი, საქართველოს პროგრესული ფორუმის თავმჯდომარე. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლექციის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა თანამედროვე შრომის კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად ღირებული ცვლილებები განხორციელდა სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის, ქალთა შრომითი უფლებების დაცვისა და სტაჟირების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მხრივ.

„სპიკერმა ყურადღება გაამახვილა, ისეთ საკითხებზე როგორიცაა: სამუშაო დროის რეგულირება, გარანტირებული შესვენებისა და დასვენების დრო, დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის საკანონმდებლო რეგულირების საკითხები და სხვ. ასევე, საუბრისას ყურადღება გამახვილდა შრომის ინსპექტორის სამსახურის შექმნისა და განვითარების პროცესზე.

მომხსენებელმა ისაუბრა იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, რომელსაც ახალი შრომითი კანონმდებლობა იძლევა ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, როგორც შრომითი უფლებების დაცვის, ისე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

შეხვედრა ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიემართათ სპიკერისთვის მათთვის საინტერესო შეკითხვებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები - საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა