ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ რუსეთი ევაკუირებული ადამიანებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დათანხმდა და რომ პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უნდა მიენიჭოს.

ამასთან, სააგენტო „ინტერფაქსმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის დატოვებასა და რუსეთის როსტოვის ოლქში გადასვლას ათასობით ადამიანი გეგმავს.

ოკუპირებული დონეცკის გარდა ევაკუაცია ოკუპირებულ ლუგანსკშიც გამოცხადდა.

აღმოსავლეთ უკრაინის მეორე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, რომ რუსეთში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. განცხადება დონეცკის პრორუსული ხელისუფლების ანალოგიურ ნაბიჯს მოჰყვა. როგორც ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა, „საკონტაქტო ხაზზე დაძაბულობის ესკალაციის გამო, რესპუბლიკის ტერიტორიების ხელმძღვანელებს დაავალა, უზრუნველყონ მოსახლეობის ორგანიზებული ევაკუაცია და დაეხმარონ მოსახლეობას სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში მისვლაში.“

პასეჩნიკმა თქვა, რომ ”რუსეთის ფედერაცია მზად არის უზრუნველყოს ორგანიზებული მიღება და განთავსება თავის ტერიტორიაზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებლების”.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
მირიან მირიანაშვილი - კავკასიაში დასავლეთის პოზიციების გაძლიერება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ტრენდი იქნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება