პედიატრი ეკა უბერი - ეს უკვე დამტკიცებულია, რომ ბავშვებში „ომიკრონის" შემთხვევაში მკვეთრად შემცირებულია პოლისისტემური ანთებითი სინდრომი და პნევმონიის განვითარების რისკი

ეს უკვე დამტკიცებულია, რომ ბავშვებში „ომიკრონის" შემთხვევაში მკვეთრად შემცირებულია პოლისისტემური ანთებითი სინდრომი და პნევმონიის განვითარების რისკი, - ამის შესახებ პედიატრმა ეკა უბერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ბავშვებში „ომიკრონის“ უფრო მსუბუქად მიმდინარეობა გამოწვეულია თანდაყოლილი იმუნური სტატუსით და ვაქცინების ეფექტით, რომელიც 2 თვის ასაკიდან გეგმურად ტარდება.

„კი ბატონო, ვეთანხმები მშობელს, რომ ნამდვილად მაღალი ტემპერატურით მიდის "ომიკრონი", მაგრამ სწრაფად ექვემდებარება სიცხის დამწევს. 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება ეს სისტემური რეაქცია, რომელიც შემდგომში შესაძლებელია, ხველით, მსუბუქი სპაზმური ხველით გართულდეს, სულ ეს არის როგორც წესი ჯანმრთელ ბავშვებში "ომიკრონის" მიმდინარეობა, უმრავლეს შემთხვევაში.

რა თქმა უნდა, არის გართულებები, მაგრამ არა უფრო ხშირად, ვიდრე „დელტა“ შტამის შემთხვევაში.

გართულების მიზეზად ისევ და ისევ რჩება თანმდევი დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე მდგომარეობები, რაც რა თქმა უნდა, ართულებს და ზრდის სტაციონარში მოხვედრის რისკს ბავშვთა შემთხვევაში. რაც უფრო მაღალია ასაკი ბავშვის, მით უფრო მეტია რისკი. რატომ გადააქვთ ბავშვებს შედარებით უფრო მსუბუქად? საუბარია თანდაყოლილ იმუნურ სტატუსზე და იმ ვაქცინაციების ეფექტზე, რომელიც ჩვეულებრივ გეგმურად ტარდება 2 თვის ასაკიდან ბავშვებში და საუბარია ისევ და ისევ ჯვარედინ რეაქციაზე, რომელმაც შესაძლებელია დამცველობითი რეაქციის სახით იმუშაოს "ომიკრონის" შემთხვევაშიც“, - განაცხადა ეკა უბერმა.

ასევე, პედიატრმა ეკა უბერმა გადაცემაში „ომიკრონის“ დროს ბავშვებში გამოხატულ სიმპტომებსა და თავისებურებებზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება ბავშვებში "ომიკრონის" მიმდინარეობას, ერთი თავისებურება მინდა გამოვყო, გარდა ჰექტიური ტემპერატურებისა, რომელიც პირველი 24 საათის განმავლობაში ცოტა რთულად ექვემდებარება სიცხის დამწევ საშუალებებს, ასევე არის ე.წ. კრუპის შემთხვევათა მატება, რაც ვლინდება ზედა სასუნთქი გზების შეშუპებით და ვლინდება სპეციფიკური სიმპტომატიკით, ე.წ. მყეფარე ხასიათის ხველით, ხმაურიანი სუნთქვით, ხმის ტემბრის შეცვლით, რაც მანამდე სხვა ვირუსების დროსაც იყო დამახასიათებელი, მაგრამ ახლა გამოიხატა "ომიკრონის" დროს“, - განაცხადა ეკა უბერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა