რუსეთის დუმის სპიკერის განცხადებით, რუსეთი დონეცკსა და ლუგანსკში საკუთარ მოქალაქეებს დაიცავს

რუსეთი მზადაა თვითგამოცხადებულ დონეცკსა და ლუგანსკში საკუთარი მოქალაქეები დაიცვას, თუკი მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

"რუსეთს არ სურს ომი. ჩვენმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეს არაერთხელ განაცხადა. თუ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მცხოვრები რუსებისა და თანამემამულეების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება, ჩვენი ქვეყანა მათ დაიცავს,“- განაცხადა ვოლოდინმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერებმა, ლეონიდ პასეჩნიკმა და დენის პუშილინმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს. ამასთან, გუშინვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, რუსეთის მთავრობა თითოეულ დევნილს, ვინც დონეცკიდან როსტოვში გადავა, დახმარების სახით, 10 ათას რუბლს გადაუხდის.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა