ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. ლიდერმა, დენის პუშილინმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"მოვუწოდებ თანამემამულეებს, რომლებიც რეზერვში არიან, მოვიდნენ სამხედრო კომისარიატებში. დღეს მე ხელი მოვაწერე განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ", - განაცხადა პუშილინმა.

მედიის ინფორმაციით, საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტმა ლიდერმა, ლეონიდ პასეჩნიკმაც.

შეგახსენებთ, გუშინ ლეონიდ პასეჩნიკმა და დენის პუშილინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან რუსეთში 700 000-მდე ადამიანის ევაკუირება იგეგმება.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს