რუსული მედია - როსტოვის ოლქში გახსნილ დევნილთა დროებითი განსახლების ცენტრებში დონბასიდან გადაყვანილი 1 692 მოქალაქე იმყოფება

როსტოვის ოლქში დევნილთა დროებითი განსახლების 143 ცენტრი გაიხსნა და ეს პროცესი გრძელდება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვასილ გოლუბევმა განაცხადა.

მისი თქმით, შაბათ დილის მონაცემებით, ცენტრებში დონბასიდან გადაყვანილი 1 692 მოქალაქე იმყოფება, აქედან 737 ბავშვია.

შეგახსენებთ, გუშინ თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ე.წ. ლიდერებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დავალებით, რუსეთის მთავრობა თითოეულ დევნილს, ვინც დონეცკიდან როსტოვში გადავა, დახმარების სახით, 10 ათას რუბლს გადაუხდის.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი