კანადაში პოლიციამ 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავა, რომელიც კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებდა

კანადის დედაქალაქ ოტავაში პოლიციამ 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავა, რომელიც კოვიდშეზღუდვებს აპროტესტებდა. ოტავას პოლიციის სამსახურის განცხადებით, მათ აქტივისტებს არაერთხელ მოუწოდეს ქუჩების ბლოკირება შეეჩერებინათ.

„დემონსტრანტებო, თქვენ უნდა დატოვოთ აქაურობა. ნებისმიერ პირს, რომელიც პროტესტს კანონის დარღვევით გააგრძელებს დაკავება ემუქრება“, -განაცხადა აქტივისტების დაკავებამდე ოტავას პოლიციის სამსახურმა.

უკვე რამდენიმე კვირაა ოტავაში წესრიგის აღდგენა ვერ ხერხდება. თავდაპირველად აქციების გამართვა კანადელმა ტრაილერის მძღოლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა, რომ აუცრელი მძღოლები საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდნენ. მოგვიანებით მათ ათასობით ადამიანი შეუერთდათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს