დავით ზალკალიანი - მიუნხენის კონფერენცია უკრაინის თემატიკას ეთმობა და ის ფაქტი, რომ ცალკე დისკუსია იმართება სამხრეთ კავკასიაზე, სადაც საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვანია, სერიოზული გზავნილია

მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამ წუთას ფოკუსირებულია უკრაინაზე და მიუნხენის კონფერენცია მთლიანად უკრაინის თემატიკას ეთმობა და ის ფაქტი, რომ ამ დროს ცალკე პანელი, დისკუსია იმართება სამხრეთ კავკასიის პრობლემატიკაზე, სადაც საქართველოს პოზიციები არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორებისთვის, ეს ძალიან სერიოზული გზავნილია ჩვენი პარტნიორების მხრიდან,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაზე, რომელიც პრემიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან წარმოადგინა და ასევე ყურადღება გაამახვილა მედიაციის პროცესზე, რომელიც განხორციელდა.

"ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა. იყო წარმომადგენლობითი პანელი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კოლეგებმა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, ასევე იყო ეუთოს გენერალური მდივანი და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, გერმანიის განვითარების სააგენტო.

მე ვისაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, იმ ინიციატივაზე, რომელიც მან წარმოადგინა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან და იმ მედიაციის პროცესზე, რომელიც განხორციელდა. ფაქტიურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო პირველი, ვინც დაიწყო ეს პროცესი გასული წლის ივნისში და ამას შემდგომ უკვე მოჰყვა შემდგომი ნაბიჯები. კერძოდ, ჩვენი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივას, რომელიც არის შეთავაზება ჩვენი მეზობლებისთვის, რომ თბილისი იქცეს ერთგვარ პლატფორმად დიალოგისთვის, სადაც საუბარი იქნება კონკრეტულ პროექტებზე. ეს არის ასევე ერთ-ერთი ეკონომიკური კომპონენტის შემოტანა, რომელიც მიმზიდველს გახდის რეგიონს.

თუკი რეგიონში იმ ინიციატივების იმპლემენტაციის შედეგად, რეგიონის მიმზიდველობა, საქართველოს მიმზიდველობა, ფუნქცია გაიზრდება, ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი იქნება და აქ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორებისგან. დონორი ორგანიზაციები მზად არიან ფინანსური რესურსიც გაიღონ, იმისთვის, რომ კონკრეტული პროექტები განვითარდეს. ვფიქრობ, დღევანდელ ამ მძიმე სიტუაციის ფონის მიუხედავად , ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ საქართველოზე, ის რომ ჩვენ ვართ დღის წესრიგში, ეს არის სწორედ კარგი გზავნილი და იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენი ინიციატივები, საქართველოს პრემიერის და საქართველოს ხელისუფლების ინიციატივები არის მხარდაჭერილი",- განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა