ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან არ იცის, რა სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს.

„მე არ ვიცი რა სურს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ვთავაზობ მას შეხვედრას“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

მან განმარტა, რომ უკრაინაში დაბრუნებას დღესვე აპირებს, რადგან ქვეყანას დიდი ხნით არ ტოვებს.

„მე დღეს უკრაინაში ვისაუზმე და უკრაინაში ვივახშმებ. ქვეყანას დიდი ხნით არ ვტოვებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო