ვლადიმერ ზელენსკი - მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებით, დახმარებით, არ ჩამოვთვლი მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს

მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ამ ქვეყნების საქმე და მათი შეგნებაა, თუმცა გაუგებარია როგორ აუხსნიან ისინი ამ ყველაფერს კიევში მცხოვრებ სამ არასრულწლოვანს, რომლებმაც დღეს ცენტრალური ევროპის დროით დილის 6 საათზე ჩამოგდებული ჭურვის შედეგად მამა დაკარგეს.

„მე მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით, არიან ქვეყნები, რომლებიც დგანან უკრაინის გვერდით, დგანან სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის გვერდით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. მაგრამ ეს მათი საქმეა, ეს ამ ქვეყნების კარმაა და ის შეგნებაა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ. თუმცა არ ვიცი, როგორ აუხსნიან ამ ქმედებას დღეს უკრაინაში ორ მოკლულსა და სამ დაჭრილ ჯარისკაცს და რაც მთავარია, როგორ აუხსნიან სამ გოგოს კიევიდან, ერთი 10-საა, მეორე 6-ის და მესამე სულ რაღაც ერთი წლის, დღეს ისინი დილის 6 საათზე მამის გარეშე დარჩნენ, როდესაც უკრაინელი ოფიცერი დაიღუპა, ჭურვის შედეგად, რომელიც აკრძალულია მინსკის შეთანხმებით. არ ვიცი რაზე ფიქრობდა ის თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წამებში, ის, ალბათ, არ ფიქრობდა იმაზე, რა სახის დღის წესრიგი გვჭირდება ჩვენ აღმოსავლეთში ომის შესაჩერებლად, მაგრამ მან იცოდა კითხვაზე პასუხი, რომელიც მე დავსვი დასაწყისში, მან კარგად იცის ვინ იტყუება. განისვენოს მშვიდობით მან და ყველამ, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში დაიღუპა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სანამ დასავლეთი დუმს, სუჩუმე არ იქნება უკრაინის აღმოსავლეთში, ევროპის აღმოსავლეთსა და მსოფლიოში.

„რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ ახლა?! ჩვენ შეგვლია გავაგრძელოთ უკრაინის და მისი თავდაცვითი საშუალებების ეფექტური მხარდაჭერა, შეგვიძლია უზრუნველვყოთ ის ევროპული პერსპექტივით, უზრუნველვყოთ დახმარებითა და წარმოვადგინოთ კონკრეტული დრო უკრაინის ალიანსის წევრობისთვის. ჩვენ გვჭირდება დახმარება ქვეყნის ტრანსფორმაციაში, რათა მივაღწიოთ სტაბილურობას. ასევე, გვჭირდება ახალი შეიარაღებით უზრუნველყოფა ჯარისთვის, რომელიც იცავს მთელ ევროპას და გვჭირდება ეფექტური სანქციების პაკეტი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. ასევე გვჭირდება უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში, მაშინ, როდესაც ჩრდილოეთის ნაკადი ორი გამოიყენება როგორც იარაღი. ყველა ეს კითხვა საჭიროებს პასუხს, მაგრამ სანაცვლოდ არის სიჩუმე და სანამ სიუჩუმე შენარჩუნებულია, სიჩუმე არ იქნება უკრაინის აღმოსავლეთში, არ იქნება ევროპის აღმოსავლეთსა და მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ევროპა და მსოფლიო ამას მიხვდება,“- განაცხადა ზელენსკიმ.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია