სამინისტრო - ინფორმაცია, თითქოს, ბორჯომში,  დევნილთა კომპაქტური ჩასახლების  ერთ-ერთი ობიექტი ჩამოინგრა, რასაც არასრულწლოვნის დაშავება მოჰყვა, სიცრუეა

ტვ „პირველის“ ეთერით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, ბორჯომში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ერთ-ერთი ობიექტი ჩამოინგრა, რასაც არასრულწლოვნის დაშავება მოჰყვა, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება , - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ყოფილ სანატორიუმ „ბორჯომში" მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დაუკავშირდა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები ყოფილ სანატორიუმ „ბორჯომში" მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დაუკავშირდნენ, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს და განმარტეს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ქონია.

ამ შინაარსის დეზინფორმაციის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნვეყოფის სააგენტო მედიასაშუალებებს გადამოწმებული და დადასტურებული ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა