უკრაინული მედია - რუსულმა ძალებმა დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს 136-ჯერ დაარტყეს, დაიღუპა 2 უკრაინელი სამხედრო

19 თებერვლის დღის განმავლობაში დონბასში რუსეთის ჯარებმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი 136-ჯერ გაუხსნეს, მიმდინარე დღის დასაწყისიდან ცეცხლის შეწყვეტის 8 დარღვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული დღის განმავლობაში, 19 თებერვალს, დაფიქსირდა 136 დარღვევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ, მათგან 116 იყო მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით“, - აცხადებენ უწყებაში.

დაბომბვის შედეგად ორმა უკრაინელმა სამხედრომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო. ოთხმა სამხედრომ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. საბრძოლო დაზიანება მიიღო ერთმა ჯარისკაცმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს