ვლადიმერ ზელენსკი - ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ შეიძლება მიგვიყვანოს ომამდე

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, თუნდაც ერთმა დაბომბვამ ან საარტილერიო გასროლამ შეიძლება გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყირიმსა და დონბასში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 30 000-დან 35 000-მდე რუსი ჯარისკაცია.

ზელენსკი შიშობს, რომ რუსეთის პროვოკაციებს შესაძლოა საომარი მოქმედებები მოჰყვეს.

"ასე რომ, პროვოკაციები მართლაც ძალიან საშიშია, თუ ამდენი ჯარი იქნება. ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ შეიძლება გამოიწვიოს ომი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეშფოთებას რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების საფრთხესთან დაკავშირებით უკრაინის მეზობელი ქვეყნებიც იზიარებენ.

"ჩვენ ვიცით საბჭოთა კავშირის ისტორია და მათ ესმით, რა რისკები გვაქვს. პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლიეტუვა და ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა - მათ იციან, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - დასძინა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არსებული დაძაბულობა "ტრაგედიაა მათი ერისთვის, მათი ხალხისთვის".

„ეს ტრაგედიაა რუსებისთვისაც, რომლებსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ უკრაინასთან“, - დასძინა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო