ლიზ ტრასი - პუტინი უკრაინაზე არ შეჩერდება - უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის განცხადებით, მას სჯერა, რომ პუტინი ,,უკრაინაზე არ შეჩერდება“. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

დიპლომატის თქმით, პუტინს საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს. ლიზ ტრასმა მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საჭიროა ომისთვის მომზადება.

,,ეს არის ყველაზე საშიში მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის 1940-იანი წლების შემდეგ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის. რუსეთმა აჩვენა, რომ ისინი არ არიან სერიოზულები დიპლომატიის მიმართ“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა.

ტრასის თქმით, დასავლეთს სჭირდება მოსკოვის შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი შეეცდება „დააბრუნოს საათი უკან 1990-იანი წლების შუა ხანებში ან მანამდეც კი“ ბალტიისპირეთის ქვეყნების ანექსირებით, როგორიცაა ესტონეთი და ლატვია და დასავლეთ ბალკანეთი, რომელიც მოიცავს სერბეთსა და ალბანეთს“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს