Lufthansa კიევის მიმართულებით 21-დან 28 თებერვლამდე ფრენას აჩერებს

Lufthansa კიევის მიმართულებით 21-დან 28 თებერვლამდე ყველა ფრენას აჩერებს. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს ეკიპაჟმა შესაძლო საომარი სცენარი განვითარების გამო უკრაინაში გაფრენაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

თვითმფრინავი პარასკევს დილით ფრანკფურტიდან უკრაინაში არ ჩაფრენილა.

ავიარეისი მიემართებოდა ლვოვში, სადაც ბოლო დღეებში უსაფრთხოების მიზეზებით დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებმა და ნატო-მ პერსონალი კიევიდან სამუშაოდ გადაიყვანეს.

„რეისი LH 1538 დილის 9:00 საათზე უნდა აფრენილიყო, ბორტზე 38 მგზავრით, მაგრამ ეს არ მოხდა. ლვოვში ჩასვლის შემდეგ, თვითმფრინავს შუადღისას 62 ადამიანი უნდა დაებრუნებინა გერმანიაში”, - წერს მედია.

ავიაკომპანიამ FFH-ს კომენტარი გააკეთა ეკიპაჟის ქმედებებზე და აღნიშნა, რომ "ვერავის აიძულებენ უკრაინისკენ ფრენას".

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების პოლიტიკის საკითხებში ალექსეი მაკეევმა Twitter-ზე დაწერა, რომ სურს ავიაკომპანიისგან გაიგოს ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები.

მანამდე ჰოლანდიურმა ავიაკომპანია KLM-მა შეწყვიტა ფრენა უკრაინაში და British Airways-მა გადაწყვიტა არ შეესრულებინა ფრენა უკრაინის საჰაერო სივრცეში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო