ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე - ბევრი რამ, მათ შორის მინიშნებები, ჩვენი მხრიდან უკვე ითქვა და ამ ეტაპზე ჯობია, ამით დავასრულოთ, დადგება დრო მეტი დეტალისთვის

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გაჟღერების დრო ჯერჯერობით არ არის.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რას ელოდება, კობახიძე პასუხობს "რაღაც-რაღაცებს".

"ბევრი რამ, მათ შორის მინიშნებები, ჩვენი მხრიდან უკვე ითქვა და ალბათ, ამ ეტაპზე ჯობია, რომ ამით დავასრულოთ და მოგვიანებით დადგება დრო მეტი დეტალისთვის და ეს დეტალებიც საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ, „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ 360 გრადუსი“ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ დადგება დრო, როდესაც „ქართული ოცნება“ იტყვის, რა მოხდა და რატომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები გიორგი გახარიამ.

მოგვიანებით, ყოფილ თანაგუნდელთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა, სადაც თქვა, რომ "დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი დეტალებთან დაკავშირებით" და რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული უხერხულობა და როგორც კი ეს მოიხსნება, მაშინვე გააკეთებენ განცხადებას.

გახარიასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ განცხადებაში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავდა, რომ საქმე ეხება გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის კავშირს, რასაც შესაძლოა, მოგვიანებით მოეფინოს ნათელი. "წარმოვიდგინოთ, რომ იყო დაფინანსების კონკრეტული ფაქტი",- აღნიშნა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს