"ქართულმა ოცნებამ" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით რეგიონებში საორგანიზაციო შეხვედრები დაასრულა

"ქართულმა ოცნებამ" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით რეგიონებში საორგანიზაციო შეხვედრები დაასრულა.

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც საბოლოო ჯამში ქალთა ინტერესების მკვეთრ რეალიზებას და ქალთა უფლებების უკეთ დაცვას ხელს შეუწყობს.

მისივე თქმით, ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ასევე, "ქართული ოცნების" ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას და მათ კარიერულ წინსვლას.

"დღეს დავასრულეთ საორგანიზაციო შეხვედრები რეგიონებში. ათივე რეგიონში გაიმართა ასეთი შეხვედრა, რომელიც ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებას ემსახურება. ეს ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ჩვენი პარტიის ქალი წევრების პროფესიულ განვითარებას, მათ კარიერულ წინსვლას ხელს შეუწყობს. ზოგადად, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება არის ის ნაბიჯი, რომელიც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქალთა ინტერესების მკვეთრ რეალიზებას ჩვენს საზოგადოებაში, ქალთა უფლებების უკეთ დაცვას. შესაბამისად, ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებულები ვართ რომ ეს იქნება წარმატებული ინიციატივა.

ჩვენ გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით ორი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება. მაშინ ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა დღეს ყველა ხედავს, რომ ამ ინიციატივამ უკვე ხელშესახები, ძალიან დადებითი შედეგები გამოიღო. პარლამენტში ქალების რაოდენობა გაზრდილია, რაც პარლამენტის უკეთ მუშაობას უწყობს ხელს, ახალი ინიციატივების წარმოჩენას პარლამენტში და ასევე, განსაკუთრებით საკრებულოების დონეზე ორ ნახევარჯერ არის გაზრდილი ქალების წარმომადგენლობა. ეს არის ხელშესახები შედეგი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ უფრო მეტად იხვეწება ის მუშაობა, რომელიც წარმომადგენლობით ორგანოებში სხვადასხვა დონეზე წარიმართება. ეს იყო ჩვენი ამოცანა, როცა კვოტების შემოღების თაობაზე გადაწყვეტილებას ვიღებდით და საბოლოო ჯამში, ეს ინიციატივა ძალიან გამართლებული და წარმატებული აღმოჩნდა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა