დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბაკინგემის სასახლე ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, დედოფალს აქვს მსუბუქი გაციების მსგავსი სიმპტომები.
"იგი მიიღებს შესაბამის სამედიცინო დახმარებას და დაიცავს ყველა შესაბამის მითითებებს",- ნათქვამია განცხადებაში.