ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა

ორბელიანების სასახლეში საინფორმაციო სააგენტოებისა და საინფორმაციო პორტალებისათვის საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ახალი ვებგვერდი ახალ მისამართზე www.president.ge - ზე განთავსდა.

"ინტერნეტმისამართის ცვლილება მოხდა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე. ახალი ვებგვერდი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით შპს ,,პროსერვისმა" შექმნა და მასვე ევალება ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა.

საიტზე ინფორმაციის გაცნობა სამ ენაზე: ქართულ, ინგლისურ და აფხაზურზე იქნება შესაძლებელი.

ვებგვერდზე ასევე განთავსებულია საქართველოს პრეზიდენტების საარქივო მასალაც", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა