პეკინის ზამთრის ოლიმპიადა დაიხურა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა 2022 წლის ოლიმპიური თამაშები დახურულად გამოაცხადა.

დახურვის ცერემონია პეკინის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა.

წელს, ოლიმპიადაზე მედლების 109 კომპლექტი გათამაშდა. პროგრამაში შედიოდა სპორტის შვიდი სახეობა, რომელიც 15 დისციპლინას აერთიანებდა.

წლევანდელ ოლიმპიადაზე მედლების სატურნირო ცხრილში ნორვეგიის ნაკრები ლიდერობს - 16 ოქროს, 8 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედლით. მეორე ადგილზეა გერმანია - 12 ოქროს, 10 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით. მესამე ადგილზე ჩინეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც 9 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადა 4 თებერვალს გაიხსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო