ენტონი ბლინკენის განცხადებით, სერგეი ლავროვს შეხვდება "იმ პირობით, რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ აპირებს ამ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას, იმ პირობით, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.

„თუ [რუსეთი] არ შეიჭრება, მე იქ ვიქნები. იმედი მაქვს, ისიც იქ იქნება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავინახო, შეგვიძლია თუ არა რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტა", - განაცხადა ბლინკენმა.

მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა „მაგიდაზე დადო მთელი რიგი იდეები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია, რაც გააძლიერებს უსაფრთხოებას“ რუსეთის, შეერთებული შტატებისა და დანარჩენი ევროპისთვის.

"ეს არის საუბარი, რომელსაც მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეიჭრება თუ არა რუსეთი", - განაცხადა ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის თავიდან ასაცილებლად.

ბლინკენმა გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უკვე დასახა შეჭრის გეგმები.

"როგორც აღვწერეთ, ყველაფერი, რასაც რეალურ შეჭრამდე მივყავართ, როგორც ჩანს, ხდება", - აღნიშნა მან და დასძინა: "ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას და ყოველ წუთს, რათა დავინახოთ, შეუძლია თუ არა დიპლომატიას შეაჩეროს პრეზიდენტი პუტინი წინსვლისგან".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო