რუსული მედია - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკში ცეცხლი გახსნეს, დაღუპულია ორი სამოქალაქო პირი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ.

მათი მტკიცებით, უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა ე.წ. „რესპუბლიკის“ დასახლებულ პუნქტებში ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული 120 მილიმეტრიანი ჭურვების გამოყენებით გახსნეს.

„შედეგად, დაიღუპა რესპუბლიკის ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად განადგურდა“, - აცხადებენ ოკუპირებულ ლუგანსკში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს