ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. კოვიდ პასპორტების აპლიკაციების შექმნაში უწყებას თანხა არ გადაუხდია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. კოვიდ პასპორტების აპლიკაციების - Georgia e-Health-სა და Covid Pass Georgia-ს შექმნაში უწყებას თანხა არ გადაუხდია.

„ინტერპრესნიუსმა“ აღნიშნული აპლიკაციების შექმნასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების განმარტებით, მობილური აპლიკაციები Georgia e-Health და Covid Pass Georgia შიდა ადამიანური რესურსების გამოყენებით შეიქმნა, შესაბამისად, დამატებით ხარჯებთან არ ყოფილა დაკავშირებული.

„პანდემიის პერიოდში შექმნილი მობილური აპლიკაციები Georgia e-Health და Covid Pass Georgia შიდა ადამიანური რესურსების გამოყენებით შეიქმნა. აღნიშნული აპლიკაციის შექმნისთვის რაიმე სახის სახელმწიფო შესყიდვა არ განხორციელებულა“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური აპლიკაციები Georgia e-Health და Covid Pass Georgia შექმნა, რომლის მეშვეობითაც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. 1-ელი დეკემბრიდან სხვადასხვა ობიექტში მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. მწვანე ბარათის მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, სწორედ ამ აპლიკაციების გამოყენებით შედიოდნენ. უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით კი საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება 1-ელ თებერვალს გაუქმდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს