მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ეკონომიკის ახალ მინისტრს მიმართავს

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით პასუხებს ითხოვს. მოძრაობის წევრებმა ეკონომიკის ახალ მინისტრს, ლევან დავითაშვილს საჯაროდ მიმართეს.

მათი თქმით, ამ დრომდე კითხვებზე პასუხები არ აქვთ, ხელისუფლება კი დროის გაყვანას და პროცესისადმი საზოგადოების ინტერესის შემცირებას ცდილობს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ჯერ კიდევ ბუნდოვანია საკითხი, გაწყდა თუ არა ხელშეკრულება კომპანია „ენკასთან". მისი თქმით, თუ გონივრულ ვადაში ხელისუფლება დიალოგზე არ წავა, ისინი პროტესტის აქტიურ ფორმას მიმართავენ და კომპანია "ენკას" ბლოკირებას მოახდენენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო