რუსული მედია - დონეცკსა და ლუგანსკიდან რუსეთში 61 ათასამდე დევნილი ჩავიდა

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან რუსეთის ფედერაციის საზღვარი 61 000-მდე დევნილმა გადმოკვეთა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩუპრიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დონბასში სიტუაცია ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიძაბა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ინტენსიურად არღვევენ, მათ შორის მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით.

ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული მთავრობები ცეცხლის გახსნაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ და ირწმუნებიან, რომ დასახლებულ პუნქტებში განხორციელებული დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს