საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია

თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, მუსტაფა შენთოფი საქართველოში იმყოფება.

თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს აეროპორტში საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია დახვდნენ.

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში თურქეთის დელეგაციასთან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და მუსტაფა შენთოფი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე მოაწერენ ხელს და ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა