რომან გოცირიძე „გირჩის" ინიციატივას, რომელიც საარჩევნო სიებში წარსადგენ დეპუტატობის კანდიდატთა მინიმალური ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს, საფრთხის შემცველად მიიჩნევს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "გირჩის" ინიციატივას, რომელიც საარჩევნო სიებში წარსადგენ დეპუტატობის კანდიდატთა მინიმალური ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს, საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

აღნიშნული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, გოცირიძე "ასობით ხუთკაციანი პრორუსული პარტიის შექმნის რისკს ხედავს".

"ასეთებს რუსები კარგად აფინანსებენ, მომძლავრდნენ, გაყოყოჩდნენ და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შემდეგ გული მიეცათ. ესენი შავრაზმული ძალები, მოღალატეები არიან, რომლებიც პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებიან. შეიძლება მათი დაყოფა, დაქუცმაცება და ასე შემდეგ. ამიტომ საარჩევნო სიების რეგისტრირებისას მინიმალური ზღვარის არსებობა აუცილებელია. შეიძლება ზღვარის გადახედვაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ საერთოდ გაუქმება არ მგონია სწორი იყოს. გასათვალისწინებელია საერთაშორისო პრაქტიკაც", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"გირჩი" პროპორციულ საარჩევნო სიებში წარსადგენ, არჩევნებში მონაწილე დეპუტატობის კანდიდატთა მინიმალური რაოდენობის გაუქმებას და კანონით დაწესებული ამ ბარიერის მოხსნას ითხოვს. მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე